ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს
1726173077
დაბალ ტემპერატურაზე, ამ შემთხვევაში 40 გრადუსზე რეცხვაც კი შესაძლოა აბსოლუტურად უსარგებლო იყოს თქვენი ტანსაცმლისთვის და საერთოდ არ ჰქონდეს არანაირი ეფექტი.
როგორც წესი, გარეცხვის წინ ვამოწმებთ ხოლმე ტანსაცმლის ეტიკეტებს და თუ 40 გრადუსი ტემპერატურა დაშვებულია, ვყრით გასარეცხად. რეალურად კი 40 გრადუსზე რეცხვა უბრალოდ დროის კარგვა, უფრო მეტიც, ამ პროცესმა შესაძლოა ზიანიც კი მიაყენოს სარეცხს.
საქმე ის გახლავთ, რომ ჯერ ერთი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ძალიან ცხელი წყალი და შესაფერისია ქსოვილის უმეტესობისთვის, ყველა ლაქის მოსაშორებლად მოგიწევთ მეტი სიჩქარით ან მეტი
ფხვნილის გამოყენებით რეცხვა. ეს კი იწვევს ნივთების ცვეთას და არც ეკონომიურია.
გარდა ამისა, ზედმეტი ფხვნილი იწვევს ახალ ნარჩენებს და ნივთების დამატებით ცვეთას. რაც ყველაზე მთავარია, 40 გრადუსზე რეცხვა არ ანადგურებს ბაქტერიებს: ეს მოითხოვს უფრო მაღალ ტემპერატურას. და ბოლოს, სარეცხი სათანადოდ არ ირეცხება, ამ ტემპერატურაზე ლაქები ქსოვილს უბრალოდ, არ შორდება, ამიტომ ხშირად საჭირო ხდება მეორე ციკლი, რაც ცუდად მოქმედებს ტანსაცმელზე.
გარდა ამისა, ექსპერტები არ გირჩევენ ყოველ ჯერზე სწრაფი ციკლით რეცხვას. აღნიშნული ციკლი განკუთვნილია ბლუზებისთვის, პერანგებისთვის და მაისურებისთვის, რომელთაც ყოველდღიურად იცვლით, რომელთაც არც სუნი აქვს და არც ლაქები.... ვრცლად.
ასევე ნახეთ: