1747168660
10 სათამაშო, რომელიც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს

თანამედროვე ბავშვებმა არ იციან როგორ გაირთონ თავი. მშობლები იმდენად ცდილობენ, მაქსიმალურად ჩაერთონ ბავშვის ცხოვრებაში, რომ ის კარგავს უნარს, თვითონ მოიფიქროს, რით დაკავდეს და გაერთოს. ნევროლოგების თქმით, ბევრი მშობელი ჩივის, რომ მისმა შვილმა საერთოდ არ იცის თამაში. ჩვენ უნდა ვასწავლოთ თამაში ისევე, როგორც ჩაცმა ან კოვზის დაჭერა.
გთავაზობთ 10 უბრალო სათამაშოს, რომელიც ბავშვებს უნდა ჰქონდეთ:
ბურთები
ბურთები უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ზომისა და ტექსტურის. ერთის მხრივ, ბურთი სრულიად უსაფრთხოა ბავშვისთვის, მეორეს მხრივ კი უსასრულო შესაძლებლობებს აძლევს თამაშებისთვის, ექსპერიმენტებისთვის, სენსორული გამოცდილების გამდიდრებისთვის და მოძრაობითი აქტივობებისთვის. ბავშვის ტვინისთვის კი ბურთის თამაში უფრო ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი დამხმარე საშუალება, რადგან ის ავითარებს ზოგად და ნატიფ მოტორულ უნარებს, სივრცით კოორდინაციას, ვიზუალურ და ტაქტილურ აღქმას, კომუნიკაციის უნარს. მნიშვნელოვანია, რომ ბურთი ადვილად გასარეცხი და გამძლე იყოს, უვნებელი საღებავით, რადგან ბავშვი მას აუცილებლად გააქანებს პირისკენ.
ქსოვილები
ეს არის უნიკალური „ღია ტიპის„ სათამაშო. უბრალო ნაჭერი შეიძლება გახდეს თოჯინის საბანი, კოსტუმის ელემენტი, ასწყობი მასალაც კი - მშობლების თაობა ცხვირსახოცებისგან თოჯინასაც „აწყობდა“ და აკვანსაც. შესანიშნავი მასალა სენსორული განვითარებისთვის.
კუბები და კონსტრუქტორები
ყველა ვარიაცია კონსტრუქციისთვის - კუბებიდან დაწყებული კომპლექსურ "ლეგომდე", ღრმა განვითარებაა: შესანიშნავად ავითარებს მოტორიკას, წარმოსახვას, ზოგად ინტელექტს.
კარვები
ყველა თავშესაფარი, სადაც შეუძლია ბავშვს დაიმალოს, იგრძნოს თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად,, სასარგებლო გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე, ამშვიდებს და ერთგვარ განტვირთვას უკეთებს მის ემოციურ მდგომარეობას.
შემოქმედება
ფანქრები, საღებავები, პლასტილინი, ფანქრები, მძივები, ამოსაჭრელი და დასაწებებელი აქტივობები - ასეთი გართობა ყველა ბავშვს სჭირდება.
წყლის სათამაშოები
გამოგადგებათ პატარა,, არამტვრევადი ქილები, პატარა ვედროები, თუნდაც იოგურტის დაცარიელებული კონტეინერები - მიეცით ბავშვს საშუალება ჩაასხას წყალი ექსპერიმენტი ჩაატაროს, გადაასხას და გადმოასხას ერტმანეთში. ამით მისი სენსორული მოთხოვნილებები კმაყოფილდება.
საპნის ბუშტები
საპნის ბუშტების გაშვება მხოლოდ გართობა არაა, ის ძალიან სასარგებლოა მეტყველებისა და სასუნთქი სისტემის განვითარებისთვის.
ფაზლები
შესანიშნავი ინსტრუმენტი სივრცითი აზროვნების, მიზანდასახულობის, ყურადღების და კონცენტრაციის განვითარებისთვის.
პერსონაჟი სათამაშოები
თოჯინები, დათვები და სხვა „მეგობრები“ – ისინი, ვისაც ბავშვი გააცოცხლებს, ვისთან ერთადაც ითამაშებს როლურ თამაშებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არ უნდა იყოს ძალიან ბევრი.
სამაგიდო თამაშები
ისინი ასწავლიან ბავშვს წესებით თამაშს, მისცემს გამოცდილებას ერთობლივი აქტივობების, გამარჯვებისა და დამარცხების გამოცდილებას და რაც მთავარია - ცოცხალ კომუნიკაციას.