წყალი 12 საათით შეწყდა - გადაამოწმეთ მისამართები
1783936482
მანამდე არ შევხვედრილვარ პრეზიდენტ ყაველაშვილს. უკვე შევხვდით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები იქნება ძალიან მაღალ დონეზე, - განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ზორან მილანოვიჩმა შოთა რუსთაველი ახსენა და აღნიშნა, რომ მე-12 საუკუნეში მოწინავე ევროპულ ქვეყნებს ასეთი დონის ლიტერატურა არ გააჩნდა.
„ამ ერს მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა. ამავე დროს, ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებს არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა და ხელოვნება და ქაღალდის ფურცელზე წერდნენ. საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვის ვიმყოფები აქ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
*მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.