„ზოგიერთმა მშვენივრად იცოდა, რომ ჩვენი ხალხის მოკვლას აპირებდნენ“ - რა წერია ოკუპანტების დოკუმენტებში

კიევი

უკრაინულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება დოკუმენტები ხელმოწერებით, რომლითაც მათივე ცნობით, დგინდება, რომ ოკუპანტების ნაწილმა კარგად იცოდა რისთვის მიდიოდა უკრაინაში - ზოგიერთმა მათგანმა მშვენივრად იცოდა, რომ ჩვენი ხალხის მოკვლას აპირებდნენ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მშვიდობიანი მოსახლეობის ჩახოცვის ბრძანების მიღებას ადასტურებენ უკრაინელების ხელში ჩავარდნილი რუსი სამხედრო ტყვეებიც

"24 თებერვალს მივიღეთ ბრძანება, რომ ქალაქ სჩასწიეს მიმართულებით წავსულიყავით, ბრძანება გვქონდა ცეცხლი გაგვეხსნა ყველაფრისთვის რაც კი მოძრაობდა მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის . უკან დაბრუნება მინდოდა, თუმცა ჩვენი ჯარისკაცები მანქანიდან გადმოსვლისთანავე მომკლავდნენ. ჩვენთან ერთად ჯარისკაცები იყვნენ რომლებიც არასდროს მინახავს."- ამბობს ერთ ერთი ასეთი ტყვე.