კარგი ამბავი მათთვის, ვისაც მართვის მოწმობა აქვს
1742847532
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მადლობის ტექსტი უკრაინის პრეზიდენტმა ქართულად გამოაქვეყნა.
"მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერისა და ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება დღეს კიდევ ერთხელ გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მადლობელი ვარ 🇬🇪 პრეზიდენტის @Zourabichvili_S მხარდაჭერისა და 🇺🇦 ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას! 🇺🇦🤝🇬🇪 #StrongerTogether https://t.co/31wYrWn7hD
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 16, 2022