ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: ეს კვლევაც, იგივე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება - „დიფ სთეითის“ სატყუარად და გრძელვადიან მიზნებზე გათვლილი

ზაზა შათირიშვილი

ბოლო დღეებში ევროპული მასმედია აქტიურად აშუქებს ცნობილი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის, Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა, - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, Ipsos-ის კვლევა „დიფ სთეითის“ სატყუარად და უფრო გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი.

„რთულია არ დაეთანხმო - ერთი შეხედვით, კვლევამ ევროკავშირის ყველა ფუნდამენტური პრობლემა ზედაპირზე ამოიტანა და გამოააშკარავა ის მანკიერებები, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ. ამის მიუხედავად - მსგავსი საკითხებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, ანალიზის გარეშე მოცემულად მიღება და მით უმეტეს, აღტაცება იმით, რომ თითქოს, ყველაფერი გამართლდა, რასაც ვამბობდით - შესაძლოა, მძიმე შედეგებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ეს კვლევაც, იგივე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება - „დიფ სთეითის“ სატყუარად და გრძელვადიან მიზნებზე გათვლილი”, - ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.