ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო, თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას - კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე თურქ ხალხსა და თურქეთის ხელისუფლებას თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო უსამძიმრებს.

„ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო – თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.