VIDEO: „უმრავლესობის შეხვედრაზე ჩვენ ფაქტობრივად გადავწყვიტეთ, რომ იმუნიტეტი მოგვეხსნა და რამდენიმე დეპუტატმა იკითხა, ეს იყო თუ არა სწორი, გახარიას რეაქცია იყო ძალიან აგრესიული“ - ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

„უმრავლესობის შეხვედრაზე ჩვენ ფაქტობრივად გადავწყვიტეთ, რომ იმუნიტეტი მოგვეხსნა და რამდენიმე დეპუტატმა იკითხა, ეს იყო თუ არა სწორი, გახარიას რეაქცია იყო ძალიან აგრესიული...“,  - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„უმრავლესობის შეხვედრაზე ჩვენ ფაქტობრივად გადავწყვიტეთ, რომ იმუნიტეტი მოგვეხსნა და რამდენიმე დეპუტატმა იკითხა ეს იყო თუ არა სწორი, გახარიას რეაქცია იყო ძალიან აგრესიული და ფაქტობრივად რა სიტყვებით არ მიმართა იმ დეპუტატს, რომელმაც კითხვა დასვა - საწინააღმდეგო შემთხვევაში რა მოხდებოდა? მეორე დღეს დილით ვიხილეთ, რომ გახარია გადადგა და მიზეზად მოიყვანა ის, რომ კანონის უზენაესობას ვერ დაიცავდა საქართველოში, აი ასეთი აბსურდული მიზეზი მოიგონა... “, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.