VIDEO: სააკაშვილზე საუბრისას მახსენდება მისი მავნე განცხადება 2008 წლის ომთან დაკავშირებით, თითქოსდა ქვაღორღიანი რამდენიმე სოფელი დაიკარგა და მეტი არაფერიო - გენო პეტრიაშვილი

გენო პეტრიაშვილი

„სააკაშვილზე საუბრისას მახსენდება მისი მავნე განცხადება 2008 წლის ომთან დაკავშირებით, თითქოსდა ქვაღორღიანი რამდენიმე სოფელი დაიკარგა და მეტი არაფერიო, გვახსოვს თბილისში საზოგადოებას განუცხადა ომი მოვიგეთო და ხალხი აზეიმა...“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გენო პეტრიაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ცხოვრება წაართვეს ადამიანებს და ამ ყველაფრის ხელმძღვანელი იყო მიხეილ სააკაშვილი. უნდა აგოს ყველა ადამიანმა პასუხი, მათ შორის მან საკუთარ საქციელზე“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.