ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები - ასტროლოგები ასახელებენ
1762977761
როგორც იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებულია, ყველამ იცოდა, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდა და ეს თავიდანვე იყო ტყუილი და ბლეფი - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ბოლო დროს, 2-3 დღე არ გავიდოდა ისე, რომ თუნდაც ქუჩაში არ გამაჩერონ და არ მკითხონ, რომ რა ხდება, რაღაც გარიგებაა?! რატომ არის, რომ ეს ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი, ყველაზე დიდი დამნაშავე არის ფეშენებელურ კლინიკაში, ასობით ათასი ლარი იხარჯება, რომ იქ ცხოვრობდეს და რომ იტყვიან ჩიტის რძე არ აკლია და იქცევა შესაბამისად ფუფუნებაში მყოფი... როგორც იქნა სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებულია, ყველამ იცოდა, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდა და ეს თავიდანვე იყო ტყუილი და ბლეფი...“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.