შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
,,ნიკა მელია თანამშრომლობდა კეზერაშვილთან და ამბობს ,,მე აღარ ვთანამშრომლობ", იქნებ მის პერიოდში იყო ეს არაფორმალური მმართველობა..." - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ვინ რას ამბობს არ ვიცი, მაგრამ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს პოლიტსაბჭო, სადაც ხდება საკითხების დაყენება და კენჭისყრა... ჩვენ მანამდე მოვისმინეთ მაგალითად: ნიკა მელია თანამშრომლობდა კეზერაშვილთან, ხო ანუ თვითონ თანამშრომლობდა და ამბობს, რომ ,,მე აღარ ვთანამშრომლობ", იქნებ მის პერიოდში იყო ეს არაფორმალური მმართველობა. ამ კითხვას რატომ არ სვამს თვითონ?. ასეთი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, რომ პოლიტსაბჭოზე პირადად ვინმემ ჩემზე გავლენის მოხდენას ცდილობდეს, ეს გადაწყვეტილება მივიღო ან არ მივიღო, ეს არ ყოფილა. მსგავსი რამ თუ იქნება, მე ღია ვიქნები ამ საკითხზე“ - განაცხადა გია აბულაძემ.