VIDEO: მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, სრულყოფილად ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში - ლაშა ფარულავა

ლაშა ფარულავა

მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, სრულყოფილად ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ თავისუფალ სამართლიან არჩევნებზე, სადაც უნდა იყოს კონკურენცია, ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პარტერში და მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“, ცხადია ვერ შეიქმნება პარადიგმა სამართლიანი არჩევნების. გამორიცხულია“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.