საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
1752176870
ირაკლი კობახიძე ნამდვილად არის უალტერნატივო ლიდერი - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
,,ირაკლი კობახიძე, ნამდვილად არის უალტერნატივო ლიდერი და კანდიდატი, და რა თქმა უნდა მას აქვს მთლიანად გუნდის და თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა. ის გამორჩეული პოლიტიკოსია, სათანადო პოლიტიკური ალღოთი და ირაკლი კობახიძეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, გუნდთან და ჩვენს ამომრჩეველთან ერთად უმნიშვნელოვანესი საარჩევნო მიღწევები, გამარჯვებები და პოლიტიკურ გამოწვევებზე სწორი რეაგირებები. ირაკლი კობახიძე ნამდვილად არის უალტერნატივო ლიდერი თუმცა, ჩვენ დაველოდებით ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარის გადაწყვეტილებას და ეს ყველაფერი უკვე პირველ თებერვალს იქნება ცნობილი" - განაცხადა ნინო წილოსანმა.