VIDEO: ირაკლი ღარიბაშვილმა თავიდანვე სწორი პოზიცია დაიკავა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით - რეზო მიშველაძე

რეზო მიშველაძე

 ირაკლი ღარიბაშვილმა თავიდანვე სწორი პოზიცია დაიკავა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ მწერალმა რეზო მიშველაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან დიდი საქმეები გააკეთა. მან საქართველო თავისი გაწონსწორებული პოლიტიკით მოიყვანა დღემდე და დღეს კარგად მოგეხსენებათ რაც არის და რაც ხდება. ირაკლი ღარიბაშვილმა თავიდანვე სწორი პოზიცია დაიკავა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ქედი არ მოიხარა, არავის წინაშე მუხლით არ დადგა, არავის ხვეწნა არ დაუწყო...“ -  რეზო მიშველაძემ.