1752349956
VIDEO: „ერთი შემთხვევა იყო“ - თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის წარმომადგენელზე, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი იყო

„კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, შესწრებია ისეთ შეხვედრას, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი ეწინააღმდეგებოდა სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის. თაკო ჩარკვიანი კონკრეტულ პირს და პარტიას არ ასახელებს, თუმცა პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ გამორიცხავს და „ლელოს“ არა.
„ეს ერთი შემთხვევა იყო. ერთადერთ ადამიანზე შემიძლია ეს ვთქვა და სხვა ოპოზიციონერებისგან ნამდვილად არ მსმენია. მერე სასწრაფოდ შეიცვალეს პოზიცია, თავი გაიმართლეს, რომ ამის თქმა ჩვენ ასე არ გვინდოდა და ამიტომ მოდი ვაპატიოთ, რადგან შეცვალეს პოზიცია...“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“.
ნახეთ ვიდეო: