უნდათ, "ნაცმოძრაობა" აქტუალური ამყოფონ საზოგადოების წინაშე და რაღაც შოუ დადგან - ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე

ქართული ოცნება

„მათ მიერ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენება განპირობებულია იმით, რომ რაიმე ფორმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქტუალური ამყოფონ საზოგადოების წინაშე და რაღაც შოუ დადგან, რაღაცის ინსცენირება მოაწყონ", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. 

მათი მიზანი არის არა შინაარსის დადგენა, არამედ  ცდილობენ, რომ კამერების წინ მათი პოზირება რაც შეიძლება ხშირი იყოს. ეს ერთი მხრივ, შესაძლოა, ცუდიც არ იყოს. რაც უფრო ხშირად დაინახავს ჩვენი საზოგადოება ამ ხალხის ქცევას, მათ დამოკიდებულებას და აზრებს, კიდევ უფრო დაბლა წავა მათი რეიტინგი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვას მომდევნო კვირიდან იწყებს.