უკრაინაში მზად არიან, ნებისმიერი ვერსია განიხილონ, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან - თამარ კორძაია

სააკაშვილი

„სააკაშვილის სრულფასოვანი მკურნალობა უნდა მოხდეს ციხის გარეთ და უცხოეთში. მათ ზუსტად იციან, განსაკუთრებით კი ქალბატონმა დენისოვამ (უკრაინის სახალხო დამცველი), რომ აქ, ამ ვითარებაში, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, როგორი პირობებიც არ უნდა შეუქმნას მას საქართველოს ხელისუფლებამ, შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რეაბილიტაცია სრულფასოვნად განხორციელდეს",- ამის შესახებ კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

"ყველა მიმართულებით მსჯელობენ და მზად არიან ნებისმიერი ვერსია განიხილონ, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან. ყველა შეთანხმებულია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალიან ბევრი პროცესუალური დარღვევა იყო დაკავების დღიდან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაკავშირებით უკრაინაში არის მძიმე ვითარება, მიხეილ სააკაშვილი მაინც არის იმ ადამიანებისთვის პრიორიტეტული. ისინიც აღშფოთებული არიან იმ ფაქტით, რაც მოხდა სახელმწიფო ინსპექტორთან მიმართებაში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია და ლევან ბეჟაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავენ.