უკრაინაში გამგზავრებაში ცუდი არაფერია, ცუდია კეკლუცობა იმის ფონზე, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე დააშავა და დღეს ამ დანაშაულის გამოსყიდვა იმით, რომ უკრაინაში ჩავიდნენ და დროშები აფრიალონ, არ არის საკმარისი", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კიევში ვიზიტს.

„ცუდი იმაში არაფერია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში გაემგზავრნენ, მაგრამ ცუდია პოლიტიკური კეკლუცობა იმის ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტში დაატრიალეს, როცა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, პრეტენზიები ჰქონდათ და რუსეთის თემა აქვთ ამოჩემებული მაშინ, როცა თავად რუსეთს ყველაფერი შეუქმნეს და ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას ხელი შეუკრა სააკაშვილის იმ ქმედებებმა, რაც საკმაოდ მძიმე შედეგებს გვაძლევს ოკუპაციის მიმართულებით

✕