თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება – ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე

ირაკლი

თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არავის არ ჰქონდა განზრახული ელენე ხოშტარიას დაპატიმრება.

„სასამართლომ შეუფარდა გირაო, არა - მაინცდამაინც უნდა რომ ჩაჯდეს ციხეში, ეს არის თვითდაზიანების ერთ-ერთი ფორმა. დემოკრატიაა და შეუძლიათ, ეს ფორმაც გამოიყენონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.