თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს სამძიმრისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

ჯო

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„საუბრის დროს განიხილეს უახლესი ვითარება საქართველოში ჩამოვარდნილი ჩვენი სამხედრო თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებთან დაკავშირებით. სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს სამძიმრისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.