თუ გადაწყვეტენ და პარლამენტში შემოვლენ, რაღაც პერიოდი მაინც, თვალი დესტრუქციისკენ ექნებათ - ქადაგიშვილი ნაციონალებზე

ირაკლი ქადაგიშვილი

„რთულია, ვთქვათ, რომ ისეთი ნარატივიდან, რომელიც მთლიანად სიყალბესა და წამგებიან პლატფორმაზე იყო დამყარებული, დღეს, მეტ-ნაკლებად კონსტრუქციულ გარემოში, პარლამენტში შემოვიდნენ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განცხადა.

"აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს იწვევს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებსა და დაძაბულობას პარტიის შიგნით. საბოლოო ჯამში, თუ გადაწყვეტენ და პარლამენტში შემოვლენ, რაღაც პერიოდი მაინც, თვალი დესტრუქციისკენ ექნებათ დაჭერილი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება პარლამენტში მუშაობის შესახებ ხუთშაბათს გახდება ცნობილი.