რამდენი დასვენების დღე ექნებათ მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულებამდე?
1730565569
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს აფასებს. მისი განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
„თუ ეს ძალიან მძიმე ბრალდებები არის უსაფუძვლო, მაშინ ამ ადამიანებმა უნდა გაგვცენ პასუხი, რას ემსახურება მათი უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც ცალსახად აზიანებს საქართველოს ინტერესებს. ეს კამპანია, რომელიც რეალურად მიმართულია იქეთ, რომ არჩევნები დააზიანოს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ნაბიჯის გადადგმას”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, სისხლის სამართლის 47 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები.
საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. თუმცა, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიციის ლიდერები უარს აცხადებენ.