თორნიკე რიჟვაძე: ბევრს ამ ქვეყანაში პარლამენტის წევრობა პრივილეგია ჰგონია

„როცა ჩვენ ვხედავთ ვალდებულებების უგულებელყოფას, არაფერი დააკლდება ამ მოწვევის პარლამენტს თუ აღნიშნული პირები არ იქნებიან საკანონმდებლო ორგანოს წევრები.“-  ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, მანდატი ნიშნავს ვალდებულებას.

„მანდატი ნიშნავს ვალდებულებას, სამწუხაროდ ბევრს ამ ქვეყანაში პარლამენტის წევრობა პრივილეგია ჰგონია.“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.