„ყურადღება, მშობლებო!“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს
1764614854
რაც [თინა ხიდაშელმა] სახელმწიფო დეპარტამენტში გააგზავნა, ნახავთ, რომ იქნება წყალწყალა, ცრუპენტელური ნარატივებით სავსე დოკუმენტი და არავითარი მტკიცებულება, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილმა.
„ეს არის ჩვეულებრივი აგენტურა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამის მტკიცება უკვე საჭირო აღარც არის. რაც სახელმწიფო დეპარტამენტში გააგზავნა, ნახავთ, რომ იქნება წყალწყალა, ცრუპენტელური ნარატივებით სავსე დოკუმენტი და არავითარი მტკიცებულება. ისიც ინებებს ალბათ თავის დროზე კეთილს და აუხსნის ქართულ საზოგადოებას, საერთაშორისო საზოგადოებასაც და ამერიკელებსაც, რას ეყრდნობა, როდესაც ასეთ დეზინფორმაციას ავრცელებს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
თინა ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, თუმცა დოკუმენტში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.