თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის ბრიფინგზე: ერთი ამბობს, მე დავწერე ტექსტიო, მეორე ამბობს, სასვენი ნიშნები მე დავუსვიო - სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი

თენგიზ შარმანაშვილი

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ გიორგი გახარია, - უცხოელმა პატრონებმა ამჯერად სისხლის სამართლის ორ საქმეში ბრალდებული და ქვეყნიდან წასული ექს-პრემიერი დაასაქმეს. ისიც, სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, სტიპენდიატი გახდა, თუმცა "ჰერტის" სკოლის.

სკოლას მჭიდრო პარტნიორობა აქვს NED-თან, რომელიც ღიად უჭერდა მხარს საქართველოში რევოლუციურ პროცესებს და რომელიც შტატების მოქმედმა ადმინისტრაციამ ღიად დაადანაშაულა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, აღნიშნულ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს.

"ერთი სამარცხვინო საქციელი ხომ ის არის, რომ უცვლელად წაიკითხეს იქიდან გამოგზავნილი ტექსტი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აბსოლუტურ მორჩილებაში არიან, მაგრამ მეორე სამარცხვინო საქციელია ის, რომ ოღონდ ბრიუსელს მოარიდონ ახლა ეს ყველაფერი, აცხადებენ, თითქოს თვითონ არიან ამის ავტორები; ერთი ამბობს, რომ მე დავწერე ტექსტიო, მეორე ამბობს, სასვენი ნიშნები მე დავუსვიო, მესამემ რედაქტირება მე გავუკეთეო, მეოთხემ ჩემთან შეთანხმებით მოხდაო. სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, მაგრამ ყველა აგენტის ბედი ასეთია. არავინ არ დაიჯერებს იმას, რომ ამათი ნამოქმედარია. განა იმიტომ, რომ ასეთი მარტივი ტექსტის დაწერა თვითონ არ შეუძლიათ, ასეთი მარტივი ტექსტის დაწერის უფლებაც კი არ აქვთ", - განაცხადა შარმანაშვილმა.