წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1781117823
უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ვარაუდობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ პარლამენტში მუშაობას განაახლებს.
„იმდენად ბევრ საქმეში შეირცხვინეს თავი, მათ შორის მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში აღარ არიან, რომ ახლა თვითონ უწევთ მოვლენებზე დადევნება იმ თვალსაზრისით, რომ არის მოვლენები, პროცესები, რომლებსაც გაეთიშნენ, თავდაპირველად თავისი ნებით, თუმცა ახლა არიან თავისივე არასწორი გადაწყვეტილებების მძევლები. შესაბამისად, მათ მოუწევთ ამ გადაწყვეტილებების შეცვლა და იგივე პარლამენტში საქმიანობა, ვინაიდან საკუთარ ამომრჩეველთან პასუხი არ აქვთ, თუ რატომ არ წარმოადგენენ თუნდაც იმ მანდატებს, რომლებიც მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტში მიანიჭა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საქმიანობს შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში, პოლიტსაბჭოზე მიიღებს.