"თავიდანვე მოვუწოდებდით, რომ ეს არ გაეკეთებინათ, ამის გამო აქეთ გვსაყვედურობდნენ" - ხვიჩია ჩახსნილი სიების აღდგენაზე

„გირჩის“ ლიდერი

"ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს თავიდანვე მოვუწოდებდით, რომ ეს არ გაეკეთებინათ და მოგეხსენებათ, ამის გამო აქეთ გვსაყვედურობდნენ და აქეთ გვლანძღავდნენ", - ამის შესახებ„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჩახსნილი სიების აღდგენის საკითხზე საუბრისას განაცხადა .

„ახლა ამ რაღაცების აღდგენა, დამოკიდებულია ხელისუფლების ნებაზე. მომავალში, სანამ რამეს გავაკეთებთ, მე მგონი, ოპოზიცია უნდა ვხვდებოდეთ, რომ სამომავლოდ ხელისუფლების ნებაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენას ითხოვს.