1764853610
Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტმა ქუვეითში საქართველოს ელჩს საქართველოში „სტარბაქსის“ შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ 8 დეკემბერს „სტარბაქს ალშაიას“ პრეზიდენტთან, სალეჰ ალშაიასთან შეხვედრა გამართა. სალეჰ ალშაია საქართველოს საელჩოს მადლობა გადაუხადა საქართველოში „სტარბაქსის“ შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის.
ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ცნობით, Alshaya ჯგუფის თავმჯდომარემ, მოჰამედ ალშაიამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ელჩთან ნოშრევან ლომთათიძესთან 13 აპრილის შეხვედრაზე, რომელზეც Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტს დაავალა საქართველოში შემსწავლელი ჯგუფის გაგზავნა.
„ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნოშრევან ლომთათიძემ შეხვედრა გამართა Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტთან, სალეჰ ალშაიასთან, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს საელჩოს Starbucks-ის საქართველოში შემოსვლაში გაწეული მხარდაჭერისთვის.
საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება Alshaya ჯგუფის თავმჯდომარემ, მოჰამედ ალშაიამ მიიღო საქართველოს ელჩთან ნ. ლომთათიძესთან 2025 წლის 13 აპრილის შეხვედრაზე, რომელზეც Starbucks Alshaya-ს პრეზიდენტს დაავალა საქართველოში შემსწავლელი ჯგუფის გაგზავნა.
2025 წლის ივნისში, Starbucks-ის ჯგუფმა სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით საქართველოში მოინახულა Starbucks-ის
კაფეების გასახსნელად შესაბამისი ლოკაციები, ხოლო 7 ივლისს Alshaya-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში Starbucks-ის შემოსვლაზე, რის შესახებაც პირველად ეცნობა საქართველოს ელჩს.
პრეზიდენტმა, სალეჰ ალშაიამ საქართველოს ელჩთან საუბრისას გამოთქვა კმაყოფილება სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ Starbucks-ის ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიების გამართვა 2026 წლის დასაწყისში იგეგმება.
2025 წლის ივნისში, Starbucks-ის ჯგუფმა სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით საქართველოში მოინახულა Starbucks-ის კაფეების გასახსნელად შესაბამისი ლოკაციები, ხოლო 7 ივლისს Alshaya-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში Starbucks-ის შემოსვლაზე, რის შესახებაც პირველად ეცნობა საქართველოს ელჩს.
პრეზიდენტმა, სალეჰ ალშაიამ საქართველოს ელჩთან საუბრისას გამოთქვა კმაყოფილება სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ Starbucks-ის ოფიციალური გახსნის საზეიმო ღონისძიების გამართვა 2026 წლის დასაწყისში იგეგმება“, – ნათქვამია ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










