კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დეპუტატთა ნაწილის მიერ სხდომების გაცდენის გამო, უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობა ლოგიკურია.
„ერთი და წელიწად-ნახევრის წინ ცივილიზებული სამყარო ვემუდარებოდით დეპუტატებს, რომ შემობრძანებულიყვნენ პარლამენტში. განსაკუთრებით ბატონი ნათელაშვილი იდგა ძალიან ჯიუტად, რომ არამცთუ თვითონ, არამედ არავინ არ უნდა შესულიყო პარლამენტში, რადგან ის არალეგიტიმური იყო და ა.შ. დღეს საკითხის შემოტრიალება და იმის პრობლემად წარმოჩენა, რომ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში სხდომების არასაპატიოდ გაცდენის გამო, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ, კიდევ ერთი არასერიოზული, კომიკური და არათანმიმდევრული მიდგომაა“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
კახა კუჭავას, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.