„სირცხვილის გრძნობა არ მტოვებს“ - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

„ვიმედოვნებ, ხაბეიშვილის მომდევნო განცხადებები იქნება უფრო საქმიანი, უფრო ობიექტური და პოლიტიკურად გამართული“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ნებიერიძემ, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“. - ახლა გვაქვს ისეთი პოლიტიკური მოცემულობა, რომ უნდა გამოვიყენოთ კომბინირებული პოლიტიკური ინსტრუმენტები, დაწყებული აქციებით, დამთავრებული საერთაშორისო ზეწოლით. ამ ეტაპზე აქციების გაკეთება არის შეცდომა“. - განაცხადა დავით ნებიერიძემ.

 

თაკო ჩარკვიანი: ყველაფერს განვიხილავ არაორდინარულ ჭრილში. სიტუაციაა საშინელი. სირცხვილის გრძნობა არ მტოვებს, უკიდურეს მდგომარეობაშია საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ვერაფერს ვაკეთებთ.  ამიტომ როცა ხაბეიშვილმა გააკეთა ეს განცხადება, მე ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან გამომდინარე გააკეთა. ცალკე რომ განვიხილოთ ეს ყველაფერი, პოლიტიკურად დალაგებულ სიტუაციაში, შეიძლება ბევრი შენიშვნა  შეიტანო, მაგრამ ჩვენ არა ვართ ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში“. - თქვა თაკო ჩარკვიანმა.