დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - ვინ და როგორ შეძლებს თანხის მიღებას
1765391971
"სიების აღდგენას არ ვაპირებთ",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„არ ვაპირებთ „ნაციონალური მოძრაობის" და რადიკალური ოპოზიციის მიერ დაშვებული უხეში პოლიტიკური შეცდომა კანონების შეცვლით გამოვასწოროთ, რადგან ეს იყო მათი შეცდომა და მათ უნდა აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა.
„ნაციონალურ მოძრაობას" და რადიკალურ ოპოზიციას პრობლემა აქვს არა სიების, არამედ დასწრების და საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობის, ორი დღეა, დავინახეთ, რომ მობრძანდნენ. საპარლამენტო ადგილები უნდა გამოიყენონ და შემდეგ პოლიტიკური ცხოვრება გვიჩვენებს, როგორ განვითარდება პროცესები.
მერამდენედ იმუქრებიან, ალბათ მესამედ ან მეოთხედ, რომ კომისიას შექმნიან, თუმცა, ვერც ადრე, სანამ მანდატებზე საერთოდ არ იყო ჩატარებული განხილვები და ვერც ახლა ვერ დავინახეთ მათი მობილიზაცია დარბაზში. 49 მხარდამჭერი ჰყავთ და ერთი აკლდებათ?! ვერც 49 დეპუტატი დავინახეთ ამ კომისიის მხარდამჭერი დარბაზში. ამიტომ მე იმ მათემატიკაზე ვსაუბრობ, რაც დევს ხელის გულზე - დღეს ოპოზიციას აქვს 11 -ით მეტი მანდატი, ვიდრე კომისიის შექმნას სჭირდება,"- განაცხადა თალაკვაძემ.