შალვა პაპუაშვილი: სამშაბათს გაიმართება პარლამენტის მორიგი სხდომა, რომელიც, რეგლამენტის მიხედვით, პოლიტიკური განცხადებების ფორმატით გაიხსნება

shalva papuashvili

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება იმის გამო, რომ მას არ ესწრება უმრავლესობა და შეუძლებელია სხდომის გახსნისთვის საჭირო დეპუტატების შეკრების რაოდენობა.

პარლამენტის სპიკერმა ოპოზიცია უკრაინის მოვლენების საკუთარი ინტერესების გამოყენებასა და ქაოსის შექმნაში დაადანაშაულა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის პარლამენტი აქტიურად არის ჩართული უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებებში.

✕