შალვა პაპუაშვილი - საქართველო “კეთილსინდისიერების ინდექსის” მიხედვით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და NATO-ს 10 სახელმწიფოს

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” -ში “კეთილსინდისიერების ინდექსის” კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველო ამ კვლევის მიხედვით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და ასევე, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატოს 10 სახელმწიფოს.

,,საქართველო “კეთილსინდისიერების ინდექსის” მიხედვით 29-ე ადგილით, ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელზეა. ინდექსი აფასებს ბიუჯეტის გამჭვირვალობას, მოქალაქეებისათვის ელექტრონული მომსახურების ხელმისაწვდომობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადმინისტრაციული დატვირთვის დონესა და ვაჭრობის თავისუფლებას. საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატოს 10 სახელმწიფოს,” - წერს შალვა პაპუაშვილი.