„აიღეთ სკვნილი და ასჯერ თქვით...“ - ათონელი წმინდა ბერის სწავლებანი ლოცვის ძალაზე
1765218144
ვინმემ ხელი კრა, რომ ღობე გადაენგრიათ და ვინმემ ყურში ჩასჩურჩულათ, რომ პრეზიდენტის სასახლის გასაღები უნდა ჩავიბაროთო? ჩვენი მხრიდან ვინმემ უთხრა, რომ ხელისუფლების დამხობა კარგია იდეაა? ვინც ეს უთხრა, ევროკომისიის პრესსპიკერი იყო, რომელმაც შეკრებას მხარდაჭერა ხელისუფლების დამხობის მიზნით გამოუცხადა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროკომისიის პრესსპიკერი მხარს უჭერდა ხელისუფლების დამხობის მიზნით ხალხის შეკრებას.
„აი, სად მივიდა, ევროკავშირი. აქ მივიდა, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი მხარს უჭერდა ხელისუფლების დამხობის მიზნით ხალხის შეკრებას. მაშინ, როცა პრეზიდენტის სასახლეში იჭრებოდნენ და სამართალდამცავებზე ძალადობდნენ, რასა იუკნევიჩიანე, მაია სანდუ და ბრიუსელის სხვა მაღალჩინოსნები მხარდამჭერ პოსტებს დებდნენ, მიდით, ქართველებო, გადაანგრიეთ, თქვენ ხართ ხელისუფლება, ჩვენ ხალხის მხარეს ვართო. 4 ოქტომბერს ეს მოხდა. აქ ძალადობრივი დამხობა ხდებოდა, რომელიც გარედან მხარდაჭერილი და წაქეზებული იყო. როგორც კი, ეს ყველაფერი ჩაფლავდა და ჩაიშალა, ყველა გაიტრუნა. ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან დაგმობა მოგისმენიათ? – არც ერთი განცხადება არ ყოფილა. ევროკავშირის ელჩი დღემდე სდუმს, ბრიუსელი სდუმს და კითხვას არ პასუხობენ, როცა ეკითხებიან, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში ძალადობრივ შტურმს გმობენ თუ არა. ზოგადი ფრაზებით ერთმანეთს ელაპარაკონ. ქართველ ხალხს კონკრეტული პასუხი უნდა, 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის რეზიდენციაზე ძალადობრივ შტურმს გმობენ თუ არა და არის თუ არა ეს, დანაშაული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.