საზოგადოების იმხელა რაოდენობა დაგვიჭერს მხარს, რომ ოპოზიციის მზადებას 27 ოქტომბრისთვის აზრი აღარ ექნება. ვცდილობთ, ყველაფერმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს - დავით კაჭარავა

დავით კაჭარავა

განაცხადა „იმედი LIVE“-ში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა და მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ დელეგატმა დავით კაჭარავამ.

წამყვანმა მას ჰკითხა, იზიარებს თუ არა მოსაზრებას, რომ ოპოზიცია არ ელოდება არჩევნებზე გამარჯვებას, შედეგი მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშშიც პუნქტობრივად იყო გაწერილი, რომ არჩევნების შემდეგ მასობრივი პროტესტი უნდა დაიწყოს, შესაძლო ძალადობა და ხელისუფლების ცვლილების პროცესი. რამდენად რეალისტურია ეს გეგმა და რა პრევენციების მექანიზმები აქვს ხელისუფლებას ამის საწინააღმდეგოდ.

„მათ [ოპოზიციამ] ჩვენზე უკეთ იციან, რომ არჩევნებში დიდი სხვაობით დამარცხდებიან, ამიტომ ცდილობენ, როგორმე საზოგადოება წინასწარ მოამზადონ იმისთვის, რომ 27-ში იქნება გამოსვლები, არეულობა. თუმცა ვფიქრობ, რომ ამის არანაირი რისკი არ არსებობს, ვინაიდან დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესია მშვიდობა, რასაც იცავს ჩვენი პარტია. აქედან გამომდინარე, საზოგადოების იმხელა რაოდენობა დაგვიჭერს მხარს, რომ მათ [ოპოზიციის] მზადებას 27 ოქტომბრისთვის აზრი აღარ ექნება. ვცდილობთ, ყველაფერმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე. ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. მე თვითონ სპორტსმენი ვარ და სპორტის ყველა სახეობაში ისტორიული შედეგები დგება. ქართველი ადამიანი გარდა იმისა, რომ ნიჭიერია, სჭირდებოდა გრძელვადიანი მშვიდობა თავის თავის რეალიზებისთვის“, - აღნიშნა კაჭარავამ.