ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
1764619472
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება ღია წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემ „Midvolga 2“-თან (IMO 9735139) დაკავშირებით, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის სანაპიროდან 80 კილომეტრში თავს დაესხნენ. ამავე წყაროებში გემის დანიშნულების ნავსადგურად მოხსენებულია საქართველოს ნავსადგურები.
როგორც„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს განცხადებაშია აღნიშნული, სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, აღნიშნული გემი არ იყო და არ არის ნომინირებული საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ასევე, ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემაში (NMSW) არ იძებნება აღნიშნული გემის მოახლოების შესახებ არანაირი შეტყობინება.
„შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ზემოაღნიშნული გემი მოემართებოდა საქართველოს საზღვაო ნავსადგურში არ ეყრდნობა არანაირ ფაქტებს“, - ნათქვამია „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
1764619472