ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შეთანხმება ორმხრივ თანამშრომლობას ახალ სიბრტყეში გადაიტანს “.
მინისტრის თქმით, შეთანხმების განხორციელების პროცესში სხვადასხვა სამინისტროები ჩაერთვებიან, რაც ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს.
პრინც ფაისალ ბინ ფარჰანის განცხადებით, აღნიშნული საბჭოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტს ფარგლებში მიიღეს. |“ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს პოზიტიურ ურთიერთობაში. არსებობს რეალური შესაძლებლობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და აქტიურ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა“ - აღნიშნა ფაისალ ბინ ფარჰანმა.
ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, მან უკვე მოიწვია კოლეგა საქართველოში და იგეგმება რომ სწორედ საქართველოში გაიმართოს მთავრობათაშორისი კომისიის პირველი საინაუგურაციო შეხვედრა, ამის შემდგომ კი ყოველწლიური შეხვედრები მონაცვლეობით თითოეულ ქვეყანაში ჩატარდება.
„ეს გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას იმისათვის, რომ ურთიერთობათა დინამიკა უფრო დიდი ინსტენსივობით გაკონტროლდეს“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.