1780955048
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობასა და არსებული კავშირების გაფართოების მნიშვნელობაზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ისრაელის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებობს მჭიდრო და ეფექტიანი ორმხრივი ურთიერთობები. ამასთან, მან მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.
დასასრულს, ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და გამოხატა მზაობა განაგრძოს აქტიური მუშაობა არსებული კავშირების შემდგომი გაფართოების მიზნით.












