ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
უმრავლესობაში BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან და სიცრუეს უწოდებენ.
მათი შეფასებით, აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება დაკავშირებულია, საქართველოში ჩავარდნილი არეულობის გამო, გარე აგენტურის მიერ ხელოვნურად აჟიოტაჟის შექმნის მცდელობასთან.
ასევე მათი აზრით ეს არის მცდელობა, ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია - საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
"წარმოუდგენელი ტყუილი და დაუჯერებელი სიცრუე, რომელსაც, სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში BBC ავრცელებს. შეგვიძლია ქრონოლოგიურად ვნახოთ, რომ ყველა წარუმატებელი არეულობის მცდელობის შემდეგ, მოჰყვება მსგავსი ან მიმსგავსებული მასშტაბის გარე ჩაწერა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი აგენტურა ვერ ასრულებს დანიშნულებას, რომ გარკვეული არეულობა გამოიწვიოს, ჩაუვარდათ 28 ნოემბრის აქციაც, ვერანაირი სცენები ვერ დადგეს. სამწუხაროდ, BBC-ის შემთხვევაშიც ვხედავთ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის მცდელობას", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი