თბილისის №198 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1788639796
განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისადმი, რომლის ძალისხმევამ სულ რაღაც 5 წელიწადში ტყვიით მოწამვლის შემთხვევათა მკურნალობისა და პრევენციის სფეროში შედეგად მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში, - ამის შესახებ USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით -"ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით საინტერესოა მოსაზრებების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორ გახდა შესალსბელი ამ სამაგალითო წარმატების მიღწევა.
„განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისადმი, რომლის ძალისხმევამ სულ რაღაც 5 წელიწადში ტყვიით მოწამვლის შემთხვევათა მკურნალობისა და პრევენციის სფეროში შედეგად მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნამდვილად მოუთმენლად ველი თქვენი მოსაზრებების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორ შეძელით ამ სამაგალითო წარმატების მიღწევა”, - განაცხადა სამანტა პაუერმა.