სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, უცხოელმა პარტნიორებმა, ამჯერად გიორგი გახარია დაასაქმეს, რომელიც საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - ის "ჰერტას სკოლის" სტიპენდიანტი გახდა

გიორგი გახარია

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ, უცხოელმა პარტნიორებმა, ამჯერად გიორგი გახარია დაასაქმეს. ისიც, ზურაბიშვილის მსგავსად, სტიპენდიანტი გახდა, ოღონდ "ჰერტას სკოლის". ინფორმაციას აღნიშნული სკოლა საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ "ჰერტას სკოლას" მჭიდრო პარტნიორობა აქვს NED-თან, რომელიც ღიად უჭერდა საქართველოში რევოლუციურ პროცესებს და რომელიც აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ ღიად დაადანაშაულა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში. დონალდ ტრამპმა "დემოკრატიის ეროვნულ ფონდს" (NED) დაფინანსება თებერვალში შეუზღუდა, რამაც ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა. აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი ილონ მასკი კი, "დემოკრატიის ეროვნულ ფონდს" (NED) თაღლითად მოიხსენიებდა და წედრა, რომ ორგანიზაცია "კორუფციაშია ჩაძირული".

რაც შეეხება გახარიას საქმიანობას "ჰერტას სკოლაში". კვლევისთვის, გიორგი გახარია, ევროკომისიასა და წევრ ქვეყნებში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან ინტერვიუებს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, გიორგი გახარია საქართველოში ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული, ორივე მთგანზე, სასამართლომ მას პატიმრობა გუშინ, დაუსწრებლად შეუფარდა.