საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის გადატანა იმას გამოიწვევს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად იქნება „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთდაპირისპირება - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

„ნაციონალური მოძრაობისგან“ არათანმიმდევრულობა მიკვირს, რადგან ეს პარტია არანაირ ინსტიტუციას არ აღიარებს და თვლის, რომ ხელისუფლების ცვლილება ქუჩის პროტესტით არის შესაძლებელი, თუმცა ამავე დროს, საკონსტიტუციო დავას იწყებენ, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს.

„ამ პროცესის საკონსტიტუციო სასამართლოში გადატანა იმას გამოიწვევს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად იქნება „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთდაპირისპირება. ამას ხელს „ოცნებაც“ უწყობს და „ნაცმოძრაობაც“. ხელისუფლებამ ეს პარტია რომც აკრძალოს სამართლებრივად, მათ ფაქტორს არ გააქრობს პოლიტიკური დღის წესრიგიდან, რადგან მათი საშუალებით ძალაუფლებას ინარჩუნებს. „ოცნება“ უწყობს ხელს, ეს პროცესი კი არ დასრულდეს, არამედ მიზანი აქვთ, ეს პროცესი დიდი ხანი დასრულდეს“, – განაცხადა შარაშიძემ.