VIDEO: რა მოხდა საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენაზე“
1742745694
“ისეთი რეზოლუცია მივიღეთ, როგორც რეზოლუციაც უკრაინას სჭირდება", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით, განაცხადა.
"კრიტიკა იმ ადამიანებისგან ისმის, ვისაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რათა პუტინის ის გეგმა ვერ შეესრულებინა, რაც შეასრულა, ამაზე სერიოზული ეჭვები უნდა გამოვთქვათ. სად მიდის მათი გეგმა? რა არის მათი სტრატეგია და დესტაბილიზაციისთვის ხომ არ უნდა ამ თემის გამოყენება?“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა “ქართული ოცნების“ დელეგაცია კიევში ჩასვლას, ვოლსკიმ უპასუხა:
“მიმდინარეობს მუშაობა. საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციების პროცესში ვიმყოფებით, როგორც კიევთან, ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან. თუ საჭირო იქნება დელეგაციაც ჩავა", - დასძინა გია ვოლსკიმ.