სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმმა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარადგინა 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

ამ წუთებში სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას წარადგენს.

დოკუმენტში საუბარია, როგორც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხებზე, ისე უფლებრივ ნაწილზე.

„ჩვენ დავინახეთ, რომ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში - პირველი განხორციელდა 23 ნოემბერს, შემდგომ 12 დეკემბერს და ბოლოს 11 იანვარს - არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის არ განხორციელებულა, ძირითადად, პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.  თუმცა, კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს გავეცით.

ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო დახმარებისა და სერვისის მიწოდება არ ხორციელდება, ამიტომ თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობის მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის მდგომარეობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ დამატებითი ვიზიტს,"- აცხადებს ნინო ლომჯარია.