1765659124
რუსთავში „ლელოსა“ და მის კანდიდატს პერსპექტივები, პრაქტიკულად, არ აქვთ - გურამ მაჭარაშვილი
"რუსთავში „ლელოსა“ და მის კანდიდატს პერსპექტივები, პრაქტიკულად, არ აქვთ", - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ ბადრი ჯაფარიძემ გადაწყვიტა და ზოგადად, „ლელომ“ გადაწყვიტა, რუსთავი-გარდაბნის ოლქის შუალედურ არჩევნებში კანდიდატი დაეყენებინა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ კიდევ ერთხელ აღიარეს ამ პარლამენტის ლეგიტიმურობა, ამ მხრივ მისასალმებელია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება უკვე შეუწყდა, ამის შემდეგ, "ლელოში“ განაცხადეს, რომ პარტია ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარად წარადგენს.












