შეკვეთილი მკვლელობა თუ შურისძიება - სად და როგორ აიყვანეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი
1742326584
„რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოდინებასთან საქმე არ გვაქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ყველას შევახსენებ, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია ისევ რუსეთის მხრიდან. ლარსის საზღვარზე გადმოდის მხოლოდ ტვირთი და არ არის კერძო მიმოსვლა. რაც შეეხება მთლიანად ამ თემას, ესეც გახლავთ ნაწილი დეზინფორმაციული კამპანიისა იმისთვის, რომ შფოთი შემოვიდეს საზოგადოებაში, არ იყოს სიმშვიდე და მშვიდობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი და მოვუწოდებ მათ, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გავრცელდეს და არ მოხდეს სიტუაციის დრამატიზება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.