მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ნისლი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1765441480
სოციალურ ქსელში მეცნიერებათა აკადემიის ეროვნულ პრობლემათა შემსწავლელი კომისიის სხდომის მოხსენებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მოხსენებაში წერია, რომ მეოცე საუკუნის გეოპოლიტიკური უდიდესი ტრაგედია იყო საბჭოთა კავშირის დაშლა.
ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძეც გამოეხმაურა.
„საქართველოს მეცნიერებათა აკადემია არის პარაზიტი ორგანიზაცია, რომელიც არ ქმნის არანაირ პროდუქტს და ბიუჯეტიდან ჭამს ფულს. იგი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს ( ანუ შეუწყდეს სახელმწიფო დაფინანსება).
გარდა ფინანსური პარაზიტობისა, იდეოლოგიურ დივერსიასაც ეწევიან. ამაზე მათ მიერ დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტიც მოწმობს“,- წერს რომან გოცირიძე.
