Reuters: ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტესთან ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტები უსაფრთხოდ არიან

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მიდამოებში ჩამოვარდნილი Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები კატასტროფას უვნებლები გადაურჩნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის წარმომადგენლებთან ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე საუბრისას, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ინციდენტის შედეგად „არავინ დაშავებულა“.

ტრამპმა დასძინა, რომ მისი ადმინისტრაცია მოგვიანებით მომხდართან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს.

ცნობისთვის, მანამდე სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების Apache-ის ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენი ჰორმუზის სრუტის მიდამოებში ჩამოვარდა.