რა გინდათ, ყველანაირად ჩართულები ვართ, მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და სიტუაციის არევა რატომ უნდათ? - მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე

ყაველაშვილი

"რა გინდათ, ყველანაირად ჩართულები ვართ, მხარდაჭერასაც ვუცხადებთ უკრაინას და სიტუაციის არევა, რატომ უნდათ? რისი თქმა უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაა პრორუსი, დაიწყოს აქციები და გამოსვლები? ვის უნდა საქართველოში, რომ არეულობა იყოს?",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა 

"სანამ კოორდინაციასა და ერთიანობაზე ისაუბრებდნენ, გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა პირდაპირ განაცხადა და გააიგივა ერთმანეთთან - პუტინის დამარცხება და საქართველოში ხელისუფლების დამარცხება. როგორ წარმოგიდგენიათ ამ მავნებლურ ძალასთან კონსოლიდაცია? როგორ შეიძლება, საკუთარ ხელისუფლებას რუსული ხელისუფლება უწოდო? ალბათ, უნდათ, ერთი და იმავე მეთოდებით ებრძოლონ პუტინს და საქართველოს ხელისუფლებას.

"ნაციონალურ მოძრაობას" და მასთან ასოცირებულ პარტიებს მინდა შევახსენო, რომ მათ მიერ ხელმოწერილი რეზოლუციის მეხუთე პუნქტში პირდაპირ არის დადანაშაულებული ქართველი სამხედროები 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომის დაწყებასა და კასეტური ბომბების გამოყენებაში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ამ რეზოლუციას ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ". ესენი არიან მავნებლები. რა უნდათ, სიტუაცია არიონ საქართველოში და რის გამო? როგორც იქნა, გონიერი ხელისუფლება ჰყავს საქართველოს და როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში დამშვიდებული იყო, მაგრამ შეძლებისდაგვარად დამშვიდებული არიან ჩვენი მოქალაქეები.

პირველ რიგში, გონიერება გვინდა. მსოფლიოში არც ერთი ნორმალური ადამიანი არ არსებობს, რომელსაც სოლიდარობის გრძნობა არ აქვს უკრაინელების მიმართ. ამ ყველაფერს ყველა განვიცდით. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი სახელმწიფოა პირველი ინტერესი. რა გინდათ, ყველანაირად ჩართულები ვართ, მხარდაჭერასაც ვუცხადებთ უკრაინას და სიტუაციის არევა, რატომ უნდათ? რისი თქმა უნდათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაა პრორუსი, დაიწყოს აქციები და გამოსვლები? ვის უნდა საქართველოში, რომ არეულობა იყოს? არეულობა ხომ იცით, ვის აწყობს?", - განაცხადა ყაველაშვილმა.