„ქუჩის მართვა არ არის ადვილი, ამას სჭირდება ცოდნა და ინტელექტი“ - დიმიტრი ხუნდაძე

პოლიტიკოსი

„ვანო მერაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საზოგადოების განწყობები არ შეცვლილა. ეს ჩანს ქუჩაში, როდესაც ათკაციან შეკრებასაც ვერ ახერხებენ. ამომრჩეველს დაჰპირდნენ ვადამდელ არჩევნებს და საკუთარ პარტიაში მიიღეს არჩევნები. ისინი არასერიოზულად უდგებიან საკითხს. მერაბიშვილმა შენიშნა, რომ ხაბეიშვილი მიაქანებს პარტიას უფსკრულისკენ. საზოგადოებას მისი ჰაბიტუსი ძალიან კარგად ახსოვს და პირიქით დააჩქარებს ამ პარტიის დაცემას“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, გადაცემაში - „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.

„ვანო მერაბიშვილი ჩამორჩა პროცესებს და ახლა აანონსებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი შეიცვლება. ქვეყანაში ბევრი რამე შეიცვალა და შეიცვალა ის მოთხოვნებიც, რაც გვამებთან იყო გაიგივებული, მაგრამ არ შეცვლილა საზოგადოების განწყობები ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მისი [ვანო მერაბიშვილის] გამოჩენა, მისი ჰაბიტუსი,როდესაც ხალხს ძალიან კარგად ახსოვს მისი ქმედებები, ვერანაირ რეანიმაციას ვერ მოახდენს პარტიისას“.

„ქუჩის მართვა არ არის ადვილი, ამას სჭირდება ცოდნა, ინტელექტი. საკუთარი პარტიის წევრებიც კი ამბობენ ამას, რომ თავმჯდომარეში ამის დეფიციტი ნამდვილად არის. ლიდერობას თავისი პოლიტიკური წარსული სჭირდება. ამის დეფიციტია და ისინი ღრმა უფსკრულისკენ მიექანებიან“. - განაცხადა დიმიტი ხუნდაძემ.